პროექტები

...

სახლი ბათუმში

18 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ჰაიდარ აბაშიძის N60

ჩვენს შესახებ

ჰოუმსაიდ ბათუმი ეს არის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრში. აქ თქვენ გთავაზობთ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილებების ადამიანზე მორგებულ ბინებს. პროექტის ადგილმდებარეობა და ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები მომავალ მეპატრონეებს საკუთარი ინვესტიციებიდან მაღალი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.  ჩვენი მიზანია ევროპული ხარისხის სამშენებლო მასალებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით შევქმნათ გარემო, რომელიც ჩვენი მობნადრეებისათვის კომფორტულ და თანამედრვე ცხოვრების წესთან იქნება დაკავშირებული.

პარტნიორები

“Sika” მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ინოვაციურ და უმაღლესი ხარისხის ფუნდამენტისა და სახურავის საიზოლაციო სამშენებლო მასალებს. ბრენდი 1910 წელს გერმანიაში დაარსდა და დღემდე დიდი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. Sika-ს მასალებით განხორციელდება ჰოუმსაიდ ბათუმის ფუნდამენტისა და სახურავის საიზოლაციო სამუშაოები. ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ ისეთი დონის ბრენდთან, როგორიც Sika გახლავთ.
ბრენდი Borsan უკვე მრავალი წელია აწარმოებს ელექტრო სადენებს, ჩამრთველებსა და სხვა მრავალ ელექტროობასთან დაკავშირებულ ნივთებს. კომპანია თურქეთში დაარსდა 1984 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად მრავალი უცხოური ინვესტიციების წყალობით იზრდება და იპყრობს ევროპისა და აზიის ბაზრებს. Borsan ჰოუმსაიდ ბათუმს უზრუნველყოფს ელექტრო , ასევე მრავალწვერა სადენებით, ჩამრთველებითა და როზეტებით.
კომპანია “Formul” 1990 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. Formul-ის მთავარი მიმართულება სანტექნიკისა და ცენტრალური გათბობის მილების წარმოებაა. რა თქმა უნდა, ჰოუმსაიდ ბათუმი აღჭურვილი იქნება Formul-ის ცივი და ცხელი წყლის მილებით სამზარეულოსა და სააბაზანოში და ასევე ცენტრალური გათბობის მილებით.
DS GROUP-მა 6 წლიანი სამუშაო გამოცდილებით შეიძინა საკმაოდ მძლავრი შიდა რესურსი, გამომდინარე აქედან კომპანიას მიეცა საშუალება საკუთარი სახსრებით განევითარებინა თავისი საქმიანობა. DS CONSTRUCTION არის მიმართულება, რომელიც განახორციელებს „ჰოუმსაიდ ბათუმის“ კონსტრუქციულ და შიდა სამუშაოებს
ჰაიდელბერგცემენტი გლობალურ ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია და მოწინავე პოზიცია უჭირავს ცემენტისა და ბეტონის წარმოებაში. კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში 3000 ქარხნითა და 60000-ზე მეტი დასაქმებულითაა წარმოდგენილი. ჰოუმსაიდ ბათუმის მშენებლობაში ცხადია ჰაიდელბერგცემენტი იქნება გამოყენებული, რაც პროექტის მაღალ ხარისხსა და სანდოობაზე მეტყველებს.
ჰოუმსაიდ ბათუმის მშნებელობაში გამოყენებული იქნება უკრაინული არმატურა, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროპის ბაზარზე მაღალი ხარისხითა და გამძლეობით არის ცნობილი.
ჰოუმსაიდ ბათუმის ექსტერიერზე გამოყენებული იქნება ევროსტანდარტების მქონდე თურქული წარმოების მეტალოპლასტამსის კარ-ფანჯარები.
ჰოუმსაიდ ბათუმის ბინები აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ცენტრალური კარით. საკეტები თანხვედაშია ევროსტანდარტებთან, რაც მის ხარისხსა და გამძლეობაზე მეტყველებს.
ევროსტანდარტების მქონე კომპანია “MIRE BIMS” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პემზა ბლოკს. ჰოუმსაიდ ბათუმის კედლებისა და ტიხრების ამოყვანა პემზა ბლოკით მოხდება. მასალა გამოირჩევა ბუნებრივი თბოიზოლაციით, რაც კიდეც უფრო მიმზიდველსა და ეკო-მეგობრულს ხდის პროექტს.
Terrassa Group გახლავთ HomeSide Batumi-ის პარტნიორი კომპანია. რომელსაც HomeSide Batumi-ის განვითარებაში შეაქვს წვლილი.

კონტაქტები

გვეწვიეთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ!

მისამართი

ჰაიდარ აბაშიძის 64

ტელეფონი

+995 551 004433

ელ-ფოსტა

homeside.batumi@gmail.com